„ჯვაროსნების“ პირველი მატჩი ევრო 2024-ზე - დაძაბული და ემოციური საღამო ქართველი ქომაგებისთვის
არანაკლებ დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება იმ ქართველი გულშემატკივრისთვის, რომლებმაც საკუთარ გუნდს ევრო 2024-ის ფარგლებში, გერმანიაში პირველად უქომაგეს.
იმის მიუხედავად, რომ თურქეთის ნაკრების გულშემატკივრები „სიგნალ იდუნა პარკზე“ ბევრად მეტნი იყვნენ, ტრიბუნებიდან ქართველი ფეხბურთელების გვარები და საქართველო ყველაზე ხშირად ისმოდა. ქართველი გულშემატკივარი დორტმუნდიდან ახლა ჰამბურგისკენ მიემართება, სადაც „ჯვაროსნები“ მეორე შეხვედრას ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. მომდევნო მატჩისთვის განსაკუთრებთ ემზადებიან ქართველი ფეხბურთელები და F ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობენ. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გავლენიანმა სპორტულმა პლატფორმა ESPN-მა ევრო 2024-ის ფარგლებში გამართული 18 მატჩის შემდეგ, სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოხვდა.