„ჯვაროსნების“ ისტორიული გამარჯვება ევრო 2024-ზე - საერთო სახალხო ზეიმი საქართველოში

ის, რაც საქართველო პორტუგალიის მატჩის შემდეგ მოხდა საქართველოში, არ არის უბრალოდ ზეიმი. „ჯვაროსნების“ წარმატების მუხტი მთელი ღამის განმავლობაში არ განელებულა. დიდ სიხარულს ყველა დაუფარავად და ხმამაღლა გამოხატავდა ქუჩაში. ყველა ამაყად აფრიალებდა საქართველოს ეროვნულ დროშას და მადლობას უხდიდა ნაკრების წევრებს, ფეხბურთელებს, ბიჭებს რომელბმაც მთელი ქვეყანა გაახარეს.