ტელეეკრანზე გატარებული 50 წელი და ადამიანი, რომელმაც სატელევიზიო სივრცეში შექმნა ეპოქა. ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. პირველი ქართული ტელევიზიის პირველი თაობის ლეგენდად ქცეულ სახეს მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ და გადაცემები თითქმის ყველა სფეროზე, უძღვებოდა პირდაპირ რეპორტაჟებსაც – ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, ხმის ტემბრი, მეტყველება და მახსოვრობის და გადმოცემის განსაკუთრებული უნარი. „ვერ წარმომედგინა, ტექსტი წამეკითხა, ფურცლის გარეშე ვესაუბრებოდი მაყურებელს ყოველთვის“, – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანი.
ტელეკარიერასთან ერთად, იყო წარმატებული მსახიობი. გადაღებულია რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში, მათ შორისაა „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“ და სხვები. ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილ ტელეწამყვანს ხვალ დაკრძალავენ.