ჯოზეფ ბორელის ვიზიტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები ამ დრომდე პოლიტიკური შეფასებების საგანია. ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერს. გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. ჯოზეფ ბორელს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მოლაპარაკებები გაიმართა უმრავლესობის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთანაც.
ბორელის ვიზიტი „ქართული ოცნებისთვის“ იმის დასტურია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გარდაუვალია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება მზადაა, რეკომენდაციების ნაწილში არსებული პრობლემები აღმოფხვრას, თუმცა ამის მზაობას ოპოზიციაში ვერ ხედავს.