ჯოზეფ ბორელის განცხადება - შეფასებები თბილისში

საქართველოს შესახებ ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბორელის გუშინდელი განცხადებები საქართველოზე, რეალობას აცდენილია. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. მათი თქმით, ჯოზეფ ბორელის განცხადება მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ოპოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ გზავნილებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ადანაშაულებს.