ჯოზეფ ბორელის განცხადება

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ აღნიშნული არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ეს აშორებს ევროკავშირს, – ჯოზეფ ბორელმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი აგზავნის საქართველოში მისიას იმის შესასწავლად, თუ რა მოხდა, ასევე მოიწვევენ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს. ევროკავშირის მიერ საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, კერძოდ, მისია იქნება ტექნიკური თუ პოლიტიკური, ბორელმა აღნიშნა, რომ მისია ტექნიკური ხასიათის იქნება.