ჯოზეფ ბორელის განცხადება

რუსეთის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების ორ პროექტს, სადაც საქართველოზეა საუბარი, ეხმაურება ჯოზეფ ბორელი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის თქმით, „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ევროპის უსაფრთხოებას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებზე. დღეს ევროპა საფრთხის ქვეშაა. რუსეთის ქმედებებმა, უკრაინასა და საქართველოში, ასევე ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერამ, დიდი წვლილი შეიტანა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესებაში. სულ ცოტა ხნის წინ, რუსული ჯარების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში გააჩინა“, – წერია განცხადებაში. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. განიხილეს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გაძლიერება და რუსეთის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების პროექტები.