ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, კანონი საქართველოს ევროპულ გზას ხელს არ უწყობს. მისივე აზრით, ევროპამ საქართველოსთან უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, თუმცა გამოიყენოს საუბრის რბილი ფორმა იმისთვის, რომ ეროვნული გრძნობები არ დააზიანოს.