ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი შეხვედრას გამართავს საგარეო უწყების ხელმძღვანელთანაც. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრება.