ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის დასასრულს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთთან იმყოფებოდა, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას შეუერთდა. სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების ვითარების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ხურვალეთში ბორელი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე „ბორდერიზაციის“ მახასიათებლების – მათ შორის ღობეების, მავთულხლართებისა და სათვალთვალო კოშკების უარყოფით გავლენას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი უკვე დასრულებულია.