ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი „ლუზერად“ მოიხსენია. აშშ-ს პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ტრამპი სხვადასხვა განცხადების გამო არაერთხელ გააკრიტიკა და პრეზიდენტობისას პარიზში ოფიციალური ვიზიტი შეახსენა, რა დროსაც, ამერიკელი დაცემული გმირების სასაფლაოს მონახულებაზე ტრამპმა უარი განაცხადა.