„რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტი გასულ წელს 58 პროცენტით შემცირდა, ხოლო ამ წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 75 პროცენტს გადააჭარბა“ – ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის განცხადებაა. ჯოზებ ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მუშაობს და ომის შეჩერების მიზნით ეს კურსი უნდა შენარჩუნდეს. ბორელი ბლოგში აღნიშნავს, რომ ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი, ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების იმ საქონლის ექსპორტი, რომელიც იარაღის წარმოებისთვის არის აუცილებელი, 2022 წელს, გასულ წლებთან შედარებით, 78%-ით შემცირდა.