„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თბილისში წყლის ხარისხის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი, მოსახლეობისთვის მიწოდებამდე, სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს, ყველა საჭირო სტანდარტით და თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.