თბილისში ჩამოსვლამდე ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოს საკითხი ვლადიმერ პუტინთან და რუს მაღალჩინოსნებთან განიხილა.
სწორედ ოკუპირებული რეგიონებია ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი დილიდან ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებზე განიხილავს. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე საუბრის დროს, მაღალი რანგის სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს სანქციების ნაწილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაუწესდა.
ჯონ ბოლტონი ჩვენს ქვეყანას პირველად სტუმრობს. საქართველო ვაშინგტონისთვის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანაა – ასეთია ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის მთავარი გზავნილი.