ჯონ ბოლტონის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად, ხუან გუაიდოს აღიარებისთვის, მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა მადლიერება გამომეხატა ხუან გუაიდოს აღიარების გამო. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხებიც, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება.” – ვკითხულობთ, ჯონ ბოლტონის განცხადებაში.