სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია.
მაღალი რანგის სტუმარმა შეხვედრები დილიდან დაიწყო, ჯონ ბოლტონი უკვე შეხვდა თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოგვიანებით, მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.