ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში რუსეთს ებრძოლოს, მაგრამ ნატო-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალები არ მიდიან ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ მისი თქმით, პუტინი გადაწყვეტს დასავლეთით სვლა განაგრძოს.