ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა. ამ განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის „რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა.
ჯო ბაიდენი მიმართავს მთავრობას, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც მისი თქმით, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასევე ითხოვს, რომ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სანდოობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურებიან.