„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად მიმდინარე დისკუსიაში ამერიკის პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს, – განცხადება თავად ჯო ბაიდენმა გააკეთა. „დაგველოდეთ, ჩვენ მოვდივართ“, – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იქნება მისი გზავნილი მძევლების ოჯახების წევრებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ყოველდღე საუბრობს მხარეებთან, რომლებიც მონაწილეობენ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, მაგრამ არ სურს დეტალების გაზიარება.