შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ სამედიცინო დაწესებულებასთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს“, – განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა კონტაქტზეა ისრაელელებთან და რომ არსებობს პაუზების აღების მცდელობა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.