„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ პროექტებს შემაშფოთებელს უწოდებს სენატორი ჯინ შაჰინი. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მომზადებული საკანონმდებლო დოკუმენტს, ამერიკულ „ფარასთან“ კავშირი არ აქვს და რომ ის რუსულის კანონის მსგავსია. სენატორი ამბობს, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, მას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა მოჰყვეს. შაჰინის ეს პოზიცია პოლიტიკური კომენტარების თემაა დღეს თბილისში.