ჯინ შაჰინის განცხადება 

12:15, 07.10.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არ მიიწვია. გადაწყვეტილება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობა ეუთო-ს შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს. „2012 წელს საქართველოში ოფიციალური საარჩევნო დამკვირვებელი ვიყავი, ბოლოს კი, 2022 წელს – ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. ამიტომ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომა, რათა საზოგადოებაში არჩევნების სამართლიანობის მიმართ ნდობა გაიზარდოს. სწორედ ამას აკეთებს ეუთო,“ – აღნიშნავს სენატორი განცხადებაში. აშშ-ის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი