„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები, ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის“, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, – წერს სენატის საგარეო კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი.