ჯიმ ო’ბრაიენის გზავნილები შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სადავო კანონში ცვლილებები შევა და ის ევროკავშირის სტანდარტებს მოერგება, ეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ო’ბრაიენის თქმით, შესაძლოა, შტატებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესოს.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პრეზიდენტს, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.