„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ჯიმ ო’ბრაიენი ეხმაურება. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის შტატები ხმას ყოველთვის აიმაღლებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა, ხელი მოეწერა, ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ქმნის. აშშ ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყველასთვის“, – წერს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას თბილისში შეფასებები მოჰყვა.