ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ. სხდომას დაკავებულები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, ასევე ელდარ ანთაძე დაესწრებიან. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი აპრილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.