შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ხუთი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. ხამუთები, 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.