სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 და 1997 წელს დაბადებული პირები დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით ორი ადამიანი მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გაქცეული პირები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში და თბილისში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.