ჯგუფი „ეგარი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტს ეწვია. აბაშის, ლანჩხუთის, ქედასა და ოზურგეთის სოფელ მაკვანეთის მოსახლეობისთვის კონცერტების ორგანიზება კომპანია „მეტა გეორგიამ“ უზრუნველყო.
პროექტი „ჩემი საქართველო – ეგარი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ განახორციელა.
მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა საკონცერტო დარბაზებსა და სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეებში წარმოადგინეს. კონცერტებს ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.