ნატო-ს წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია. ჰავიერ კოლომინა რეგიონულ ტურნეს ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობა. შეხვედრების დროს, ქართული მხარე რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარებას.