“ჯეოანესთეზია-2018“- ბათუმი ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმს 500-მდე დელეგატი ესწრება. ქართველი სპეციალისტების პარალელურად, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს.