ჯემალ გამახარიას განცხადება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია რუსეთსა და დეფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მორიგ სადავო ე.წ. შეთანხმებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც დეფაქტო აფხაზეთში რუსული ინვესტიციის განხორციელების მიზნით, რუსული ბანკები ფილიალებს გახსნიან და სარგებელს აფხაზეთის ბიუჯეტი და ადგილობრივი ბანკები ვერ მიიღებენ. საქმე ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე 10,000 აპარტამენტის მშენებლობას, სადაც 100,000 მილიარდი რუბლის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და მასში დასაქმებული მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იქნებიან. ჯემალ გამახარიას განცხადებით, დოკუმენტის მიხედვით მოგებული მხოლოდ რუსული მხარე რჩება, რის გამოც აფხაზეთის მოსახლეობა და ექვსი აფხაზური ბანკი პროტესტს გამოთქვამს. დოკუმენტი განხილვის საგანია დეფაქტო ხელისუფლებაში და მასზე ხელის მოწერა ჯერჯერობით აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას არ სურს. მისი თქმით, თუ რუსი ინვესტორი კონტრაქტის მიხედვით რაიმე პუნქტს ვერ შეასრულებს მათ შეუძლიათ აფხაზურ მხარეს გადააბრალონ და ჯარიმის სახით თანხის გადახდა დეფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტიდან მოითხოვოს. თუ საქმე სასამართლო დავაში გადაიზარდა, ამ შემთხვევაშიც სასამართლო პროცესი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს.