აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს. ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ის, რასაც პოლიტიკურ კრიზისს უწოდებენ, სინამდვილეში ქაოსი და ოკუპაციის თანმდევი მოვლენაა. მისივე თქმით, ოკუპანტებს ყოველთვის აქვთ ნაღმები ასეთ ტერიტორიებზე, რომლებიც პერიოდულად მოჰყავთ მოქმედებაში.
ჯემალ გამახარიას პროგნოზით, ე.წ. ხელისუფლება მეტად კრიმინალური ჯგუფით დაკომპლექტდება, თუმცა, ეს პროცესები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების განვითარებას.