ჯეიმს ქლევერლის ვიზიტი

რუსეთს 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯეიმს ქლევერლიმ ვიზიტი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერს, ქართველ კოლეგასა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ოფიციალურ შეხვედრებზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონისა და სატრანზიტო და ლოჯისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.