გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტოსაც ეწვია. ის ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი.