ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმ აპატურაიმ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის ნატო-სთან დაახლოების გზები, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები და მიმდინარე რეფორმები.