ჯეიმს აპატურაიმ მაია ოთინაშვილის გატაცება და რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო

37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცება და რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩრილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

აპატურაიმ სოლიდარობა გამოუცხადა ოთანაშვილების ოჯახს და თავად სამი შვილის დედას, რომელიც უკვე მერვე დღეა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთის მცხოვრები 29 სექტემბერს, საკუთარი ნაკვეთიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს.