კახეთში „ჯაზის და ღვინის ფესტივალისთვის“ ემზადებიან.
მუსიკალურ საფესტივალო პროგრამას წინანდლის მამულები ოქტომბერში უმასპინძლებს. ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ელექტრო-სვინგის დედოფლად მიჩნეული ელის ფრანსი იქნება. წელს პირველად გათვალისწინებულია მუსიკალური პროგრამა ბავშვებისთვისაც.
მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი კომპოზიტორისა და პიანისტის, კაილი ოდოერტის კვინტეტიც, მუსიკოსი ბოლო პერიოდში აქცენტს ჯაზში ქალების შემოქმედებაზე აკეთებს. ფესტივალის ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს წინანდალში 15 და 16 ოქტომბერს ელოდებიან.