ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალი ჰოლანდიელმა საქსოფონისტმა, ქენდი დალფერმა და მისმა ბენდმა დახურა. „გრემის“ არაერთგზის ნომინანტი მუსიკოსის მიერ ეს საქართველოში გამართული მეორე კონცერტია. ქენდი დალფერს ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არეტა ფრანკლინი, პრინცი და როკ-ჯგუფი „პინქ ფლოიდი“ არიან. მიუხედავად ამისა, არასდროს მიუტოვებია სოლო კარიერა და შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს, სწორედ საკუთარ ბენდთან ერთად სტუმრობდა.
ფესტივალმა წელს მეთხუთმეტე საიუბილეო წელი აღნიშნა.