დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილების თანამებრძოლებმა მიულოცეს. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს, საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში ესტუმრნენ და დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილების თაიგულები გადასცეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჯარისკაცების თავდადება და ღვაწლი სამშობლოს წინაშე.