ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებშიც „გრემის“ ორგზის მფლობელი მუსიკოსის, კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზმომღერალი კურტ ელინგი 25-წლიანი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პრიზისა და პრემიის მფლობელი გახდა. ასევე 16-ჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ მოსაპოვებლად. 14 წლის განმავლობაში ის იყო კრიტიკოსთა და მსმენელთა გამოკითხვების ლიდერი და 12-ჯერ მოიპოვა ჯაზის ჟურნალისტთა პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ვოკალისტი“. ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12 მაისს, კუბელი კლარნეტისტისა და საქსოფონისტის, პაკიტო დ’რივერასა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, 25 მაისს კი აფრიკელი მომღერლის, „გრემის“ ხუთგზის მფლობელის, ანჟელიკ კიჯოსა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება.