„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება. კანონის პროექტს ხვალ სხდომაზე ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
რით ხსნის რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას თამარ გაბუნია? – თეო ბარბაქაძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.