ჯანმო საქართველოს რეფორმებს აფასებს

ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებულ რეფორმებს ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებს. ჰანს კლუგემ ამის შესახებ ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ისაუბრა. მან აქცენტი ფასების რეგულირების მიმართულებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ონკოლოგიური წამლების ღირებულება ამ გზით 45%-ით შემცირდა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფოსთვის ორჯერ მეტი მედიკამენტის შესყიდვების საშუალებას იძლევა. სესიაზე სიტყვით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც გამოვიდა.