აქონდროპლაზიის მედიკამენტთან დაკავშირებით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოუწოდებს მშობლებს, რომ აქციები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატით შეიცვალოს. თამარ გაბუნიას განცხადებით, დაინტერესებული პირები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩაერთონ. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი