აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. დღეს კიდევ ერთი საპროტესტო შეკრება დაანონსდა. მთავარ მოთხოვნად კვლავ აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა რჩება – ასევე მთავრობის მეთაურის მიერ იმ განკარგულების გაცემა, სადაც მედიკამენტის შემოტანის თარიღები ზუსტად იქნება გაწერილი. პროტესტის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე აქციები არ შეწყდება. გუშინ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ომბუდსმენიც შეხვდა.