ახალი ბინები ავარიული კორპუსის მცხოვრებლებისთვის
ახალი ბინები კიდევ 18 ოჯახისთვის – თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება.
ამჯერად სრულად გარემონტებული საცხოვრებელი მოქალაქეებს საბურთალოს რაიონში გადაეცათ, სადაც 4-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე 8 ობიექტზე მიმდინარეობს, ტენდერი კი წლის ბოლომდე კიდევ 7-მდე მისამართზე გამოცხადდება. ავარიული სახლების ჩანაცვლების ფარგლებში 90-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, რომელთა რიგებსაც, მერიის გეგმის თანახმად, უახლოეს პერიოდში კიდევ 350-მდე ოჯახი შეუერთდება.