გრიპის გავრცელებისა და ვაქცინაციის სტატისტიკა
21 ოქტომბრიდან დაწყებული, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ამ დრომდე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
ქვეყანაში კიდევ 100 ათასი დოზა ვაქცინა რჩება, აცრა ნებისმიერ მსურველს, სრულიად უფასოდ შეუძლია. ამცრელი პუნქტებისადმი მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, სპეციალისტები მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებული აქცენტი რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე კეთდება.
რა რისკებს აზღვევს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა – ნახეთ გიორგი იდუკაშვილის სიუჟეტი.