ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწეყბა გასცემს საავადმყოფო ფურცლის ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზე დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები. აღნიშნული პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ. ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდათ პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, რომლებიც უწყების მიერ გადადგულ ამ ნაბიჯს მიესალმებიან.