ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი

2023 წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება.

დამატებითი დაფინანსება ძირითადად პენსიების ზრდაზე მიემართება. პენსიის მაქსიმალურ ოდენობას, ანუ 440 ლარს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ. თითქმის 300 ლარს მიაღწევს 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია. სოციალურ პაკეტში გათვალისწინებულია შშმ პირთა პირობების გაუმჯობესებაც. მცირდება „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პროგრამისთვის გათვალისწინებული დაფინანსება, სამაგიეროდ მოიმატებს ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. 2023 წლის ბიუჯეტის სოციალური ნაწილის მიმართ ოპოზიციას არაერთი პრეტენზია აქვს.