ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-თან გამკლავებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირებისა და სხვა უსაფრთხოების ზომების გავლენით, ევროპაში სიტუაციის დასტაბილურება შეინიშნება, ვითარება იძაბება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.